საფრანგეთში LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო-ს მიერ გაგზავნილმა ქართველმა მოხალისემ, ევროპის მოხალისეობრივი პროექტი-EVS დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა.
შალვა ჩხეიძე ქალაქ ბორდოში 2017 წლის სექტემბერში გაემგზავრა და ათი თვის განმავლობაში ევროპის ათი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “MEBA-ევროპის სახლის” მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში - “ევროპული ღირებულებების ელჩები - Ambassadors of European values“.
აღნიშნული მოხალისეობრივი პროექტის ძირითადი მიზანია ფრანგ მოსწავლეებს,მოზარდებსა და ზრდასრულებში ,არაფორმალური განათლების გზით ,ევროპული ღირებულებების შესახებ ცობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა მრავალი კულტურული ღონისძიება, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.
აღნიშნული ღონისძიებებიდან ყველაზე მასშტაბური ქართული საღამო და ევროპული სოფელი იყო. ქართულ საღამოზე მომხსენებლებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კულტურული ცხოვრება,უნიკალური დამწერლობა,ტრადიციები,წარმოადგინეს ქართული კერძები.
ეროპული სოფლის ფარგლებში კი საქართველომ აქცენტი ღვინოზე გააკეთა და სტუმრებმა ჩვენი ქვეყანა გაიცნეს,როგორც მეღვინეობის აკვანი.მათ საშუალება მიეცათ, რამდენიმე სახეობის ღვინო დაეგემოვნებინათ.
შალვას თქმით ეს პროექტი მისთვის უნიკალური გამოცდილება იყო, რომელმაც მას საშუალება მისცა, შეეძინა მრავალი პიროვნული უნარ-ჩვევა, ეცხოვრა მულტიკულტურულ გარემოში, უკეთ შეესწავლა ევროპული კულტურა და უფრო ღრმად გარკვეულიყო ევროპულ ღირებულებებში.
„პროექტმა ასევე შემძინა გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარ-ჩვევები, ამასთანავე გავაუმჯობესე ლინგვისტური შესაძლებლობები. ამ პროექტმა მასწავლა, თუ როგორ უნდა განვსაზღვრო პრიორიტეტები არა მოთხოვნილებების, არამედ საჭიროებების შესაბამისად.ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება მომავალში არა მხოლოდ გამომადგება, არამედ სწორედ ეს გამოცდილება ჩაუყრის საფუძველს ჩემს კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე“-აღნიშნავს შალვა.
პროექტის განმავლობაში მოხალისეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით,ტრანსპორტით,კვების და ჯიბის ფულით
კომენტარები