background

ახალგაზრდული მიმართულება






გაცვლითი პროგრამის მონაწილეების შთაბეჭდილებები

ვაგრძელებთ LDA Georgia-ს გაცვლითი პროგრამის მონაწილეების გაცნობას!

მაგდა ფურცხვანიძე, გიორგი გელოვანი და თეონა არსენიძე, გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

,,საშუალება მომეცა აღმომეჩინა, რომ მიუხედავად უამრავი კულტურული განსხვავებისა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება საოცრად საინტერესო და პროდუქტიულია. გაცვლითი პროექტები უფრო ტოლერანტულს გხდის, საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება და მსოფლმხედველობას ამრავალფეროვნებს’’, - მაგდა ფურცხვანიძე

,,ევროპის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის ასოცირდება მხოლოდ დადებით მოგონებებთან. ამ პროგრამის წყალობით საშუალება მომეცა სწავლა გამეგრძელებინა ნანტის უნივერსიტეტში, მიმეღო გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, შემესწავლა ახალი ენა, გავცნობოდი სხვადასხვა ევროპულ კულტურას ’’, - გიორგი გელოვანი

,,გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მივიღე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩემდა გასაკვირად ხელახლა გავიცანი საკუთარი თავი და საინტერესო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გავხდი მულტიკულტურული სამყაროს ნაწილი, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. პროგრამამ ძალიან საინტერესოდ დამანახა ევროპული ღირებულებები და მათი მნიშვნელობა’’, - თეონა არსენიძე


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი