background

ახალგაზრდული მიმართულება






ჩვენი EVS მოხალისე შთაბეჭდილებებს საფრანგეთიდან გვიზიარებს

ჩვენს მიერ ევროპის მოხალისეობრივი პროექტ EVS-ის ფარგლებში, საფრანგეთში გაგზავნილი მოხალისე, საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„უკვე სამი კვირა გავიდა ჩემი ბორდოში ჩამოსვლის დღიდან და შემიძლია ვთქვა,რომ ყოველ დღე რაღაც ახალი და საინტერესო ხდება ჩემს თავს. პროგრამამ სულ თორმეტი მონაწილე შეგვკრიბა ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველა ერთმანეთისგან გამორჩეული და თავისებურად საინტერესო ადამიანი.ერთმანეთს ვუზიარებთ დასავლურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას თანამედროვე ევროპა და რომლის კულტურულ ნაწილად ითვლება საქართველოც“-ამბობს გიორგი.

გიორგი გელოვანი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში 2018 წლის სექტემბერში გაემგზავრა და თორმეტი თვის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია “MEBA-ევროპის სახლის Maison De l'Europe Bordeaux-Aquitaine” მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში - “ევროპული ღირებულებების ელჩები - Ambassadors of European values“.

აღნიშნული მოხალისეობრივი პროექტის ძირითადი მიზანია ფრანგ მოსწავლეებს,მოზარდებსა და ზრდასრულებში ,არაფორმალური განათლების გზით ,ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
წარმატებულ და საინტერესო წელს ვუსურვებთ გიორგის!

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი