ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“ დასკვნითი კონფერენცია გამართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, აღნიშნულ პროექტს, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის თვის ჩათვლით, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის 12 წევრთან ერთად ახორციელებდა.
პროექტის მიზანი გახლდათ: ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა; კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების ჩართული მხარეებისთვის გაზიარება; გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვისათვის ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადება.
პროექტის შედეგად:
✔️ გაუმჯობესდა ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო კომპეტენციები;
✔️ გამოვლინდა ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები;
✔️ კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ შექმნილი დოკუმენტი გადაეგზავნა ჩართულ მხარეებს;
✔️ გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და ახალგაზრდებს შორის შედგა პირდაპირი კომუნიკაცია მათი საჭიროებებისა და რეკომენდაციების შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია მცირე პროექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული თემის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.
იხილეთ ვიდეო ჩვენს ოფიციალურ Youtube არხზე:
კომენტარები