ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, ახალგაზრდულმა კლუბმა საქმიანობა ახალ წევრებთან ერთად განაახლა!
საკოორდინაციო შეხვედრაზე, ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა მაკა ცერცვაძემ და მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ერინ მაქგროვინმა კლუბის საქმიანობაზე, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
მონაწილეებმა კი, თავიანთი მოტივაცია და მოლოდინები გაუზიარეს ერთმანეთს.
☑️მიმდინარე წლის განმავლობაში კლუბის წევრები ჩაერთვებიან მოხალისეობრივ აქტივობებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში.
☑️შეგახსენებთ,რომ ახალგაზრდული კლუბი 2016 წელს შეიქმნა. კლუბის წევრებმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
კომენტარები