ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ახალგაზრდული გუნდი, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში სომხეთში იმყოფებოდა. პროექტში, სახელწოდებით “Turn on the flash” , LDA საქართველოს ახალგაზრდული კლუბის წევრები: აკაკი სულავა, თამთა კაპანაძე, დავით ხუხუა, შალვა თურქაძე და ანა ჩიქოვანი იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნული პროექტის მიზანი გახლდათგარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდული მუშაკების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ფოტოგრაფიის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
10 დღის განმავლობაში საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ლიტვის და სომხეთის წარმომადგენლებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდე ეკო-ფოტოგრაფი, როგორ არის შესაძლებელი ხარისხიანი ფოტოების გადაღება, როგორ გამოიყენება ფოტოშოპი, როგორ შეიძლება ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა და რედაქტირება.
მონაწილეებმა, ასევე მოინახულეს მუგდუსის ხელოვნების ცენტრი, შემოქმედებითი ტექნოლოგიის ცენტრი TUMO და Picsart-ის ოფისი.
ახალგაზრდებმა, მუგდუსის ხელოვნების ცენტრში,თიხის ნამუშევრები დაამზადეს.
პროექტი ორგანიზებულია ევროპული გზების პარტნიორის სომხეთში - "იეღვარდის“ მიერ, რომელიც არის ახალგაზრდული, ეკოლოგიურ საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია.
კომენტარები