background

ახალგაზრდული მიმართულება






LDA საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ბულგარეთში, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შერჩეული ხუთი ახალგაზრდა: მაგდა ფურცხვანიძე, რეზი არსენიძე, ნინო ქორიძე, ლადო მესხი და სალომე გრიგალაშვილიErasmus + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის „Hate Speech Less" ფარგლებში, ბულგარეთში, ქალაქ ბანსკოში იმყოფებოდნენ.

პროექტის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში სიძულვილის ენის, რასიზმის, დისკრიმინაციის, თანასწორობის, მედია პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

სალომე: პროექტში მონაწილეობა იყო დიდი გამოწვევა და არაჩვეულბრივი შესაძლებლობა, აღმომეჩინა სიახლეები საკუთარ თავში. პროექტით მივიღე ინფორმაცია, რომ სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია მხოლოდ ჩვენი ქვეყის პრობლემა არ არის, მულტიკულტურულ გარემოში საინტერესო დღეები გავატარე.

 

8 დღის განმავლობაში საქართველოს, უკრაინის, იორდანიის, ბულგარეთის, თურქეთის, ესპანეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს სიძულვილის ენის გამომწვევი მიზეზებისა და მასთან ბრძოლის ეფექტური გზების შესახებ; განიხილეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ არსებული მდგომარეობა პროექტში მონაწილე სახელმწიფოებში არსებული მაგალითების საფუძველზე; ასევე იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობის პროცესში მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად საერთო პრობლემების წინააღმდეგ კულტურათა შორის დიალოგის აუცილებლობაზე.

 

ნინო: პირველად მივიღე მონაწილეობა მსგავს პროექტში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. გავიცანი ახალი ადამიანები და გავეცანი ამ ადამიანების კულტურას, ტრადიციებს, ენას, სამზარეულოს. პროექტის განმავლობაში ცნობიერება ავიმაღლეთ სიძულვილის ენის იდენტიფიცირების და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმარტულებით. მომავალში აუცილებლად მივიღებ მსგავს პროექტებში მინაწილეობას.

 

პროექტი არაფორმალური განათლების პრინციპით ჩატარდა. მონაწილეები ჩაერთნენ სიმულაციურ აქტივობებში, გამართეს ინტერაქციული პრეზენტაციები და დაესწრნენ პრაქტიკულ სემინარებს.

 

რეზი: პროექტმა მომცა შანსი, შემეფასებინა ქართული და უცხოური კულტურების ხედვა კონკრეტული საკითხებისადმი. დამანახა თუ რამდენად ვართ ევროპული/ჯანსაღი სოციალური სამყაროს წევრნი და როგორ შეგვიძლია ვიბრძოლოთ სიძულვილის ენის შემცირებისთვის საზოგადოებაში.

 

მათ, ასევე ჰქონდათ საშუალება, გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებზე; სხვადასხვა კუთხით დაენახათ და შეეფასებინათ განსახილველი თემები.

 

 

ლადო: პროექტმა საშუალება მომცა, უფრო მკაფიოდ დამენახა სიძულვილის ენის პრობლემატიკა და მასთან გამკლავების სტრატეგიები. განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან მომესმინა პრობლემებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არსებობს.

 

პროექტი ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია „Znanie“-ს მიერ, რომელიც მუშაობს ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით.

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი