background

ახალგაზრდული მიმართულება






LDA საქართველოს ახალგაზრდული გუნდი Erasmus +ის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდა

LDA საქართველოს ახალგაზრდული გუნდი Erasmus +ის დაფინანსებული პროექტის "N.A.T.U.T.R.E +" ფარგლებში იტალიაში,ქალაქ მორფასოში  იმყოფებოდა.

აღნიშნულ პროექტში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს პროგრამების კოორდინატორი,მაკა ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდული კლუბის წევრები: აკაკი სულავა,სალომე გრიგალაშვილი,დავით ხუხუა და თენგო ამბროლაძე იყვნენ ჩართულნი.

პროექტის მიზანი გახლდათ, მონაწილეებს უფრო მეტი დრო გაეტარებინათ სოციალური ქსელებისგან შორს და ბუნებასთან ახლოს. ესწავლათ, თუ როგორ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი თავი ბუნების, ხელოვნების და ტექნოლოგიების მეშვეობით. 3-10 ივლისს, 7 დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეში ცხოვროვდნენ.

პროექტი არაფორმალური განათლების პრინციპით ჩატარდა. ახალგაზრდები ჩაერთნენ როლურ და სიმულაციურ თამაშებში,მოაწყვეს ინტერაქტიული პრეზენტაციები, დაესწრნენ პრაქტიკულ სემინარებს,მოამზადეს ვიდეოსიუჟეტები და განავითარეს გუნდური მუშაობის უნარი.

თენგო - "პროექტის განმავლობაში თავს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ვგრძნობდი,სადაც საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შემეძლო. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის შემდეგ,მსოფლიოს 5 ქვეყნიდან ახალი მეგობრები შევიძინე".

აკაკი - "ეს პროექტი დამეხმარა საკუთარი თავი სხვა კუთხით აღმომეჩინა,რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. დავიწყე ფიქრი ისეთ საკითხებზე,რომლებზეც არც კი დავფიქრებულვარ. ჩემთვის, ეს იყო საუკეთესო თავგადასავალი".

სალომე - "ეს იყო გაცილებით მეტი,ვიდრე ერთი კვირის გატარება მულტიკულტურულ გარემოში.ეს არაფორმალური პროგრამა დამეხმარა. აღმომეჩინა და დავფიქრებულიყავი ისეთ საკითხებზე,რომელთა არსებობას ყოველთვის ვგრძნობდი,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ამ პროექტმა მასწავლა,რომ თვითგანვითარებისთვის საკუთარი კომფორტის ზონა უნდა დატოვო და გამოწვევებს თამამად შეხვდე".

დავითი - "ახლა ნამდვილად ვგრძნობ ბუნებასთან და ადამიანებთან კავშირს.დავისახე ახალი ცხოვრებისეული მიზნები.მადლობა ყველას,ვინც ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცა ჩვენს თაობას".

მაკა -"ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა NATURE+ განხორციელა ძალიან კარგად მომზადებული გუნდის მიერ.მადლობას ვუხდი მათ იმისთვის,რომ ამ პროექტში მაქსიმალური მონდომება ჩადეს".


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი