ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, ახალგაზრდულმა კლუბმა საქმიანობა ახალ წევრებთან ერთად განაახლა!
ახალგაზრდული კლუბის წევრები მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ.
საკოორდინაციო შეხვედრაზე, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო ხუხუამ კლუბის საქმიანობაზე, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.
მონაწილეებმა კი,თავის მხრივ, თავიანთი მოტივაცია და მოლოდინები გაუზიარეს ერთმანეთს.
მომდევნო წლიდან კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეობრივ აქტივობებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში.
ახალგაზრდული კლუბი 2016 წელს შეიქმნა. 2016 წლიდან მოყოლებული კლუბის წევრებს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული.
კომენტარები