ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’.
პროექტის ფარგლებში, 19 - 27 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული 7 მენტორი: ანა ჭანკვეტაძე, ლევანი კუხალეიშვილი, შოთა კვარაცხელია, სერგო ჩაკვეტაძე, ეკა ლეჟავა, ბესარიონ ზალიკიანი, ხატია ხოხიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. პერუჯაში (იტალიაში).
✔ ვიზიტის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორმა (ვინიცის რეგიონალური ასოციაცია) წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და აუხსნა მენტორებს თავიანთი როლის შესახებ; 21 მენტორმა ქუთაისიდან (საქართველო), განჯიდან (აზერბაიჯანი) და ვინიციდან (უკრაინა) წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი საქმიანობის შესახებ და საკუთარი ხედვები და მოლოდინები ამ პროექტის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში, მენტორებმა ასევე მოინახულეს ღვინის ორი ყველაზე დიდი საწარმო უმბრიის რეგიონში - ‘Strade de vini del cantico’, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილზე წარმოებული ღვინო და მიეღოთ რჩევები, თუ როგორ უნდა დააინტერესონ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობით, კერძოდ ღვინის წარმოებით და რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც უნდა გაითვალისწინონ მსგავსი ტიპის საწარმოს შექმნის პროცესში.
პროექტი ორწლიანია და ხორციელდება 6 პარტნიორი ქვეყნის მიერ: საქართველო(ქუთაისი), აზერბაიჯანი(განჯა ), უკრაინა(ვინიცა), საფრანგეთი(ALDA), პოლონეთი(ლოძი ), იტალია(ფორმა აციონე.
კომენტარები