ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართა სემინარი მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ. სემინარს გაუძღვა ანტონელა ვალმორბიდა, ექსპერტი მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებში, ,,ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის’’ (ALDA) გენერალური მდივანი.
სემინარის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
მონაწილეობის ფორმები/ინსტრუმენტები
მონაწილეობითი დემოკრატიის ძირითადი პრინციპები
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
მონაწილეობითი დემოკრატიის აქტორები
ევროპული გამოცდილების გაზიარება
სემინარი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები