background

პროექტები






"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის"

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის  დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025). აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტის ფარგლებში წარმოადგენს იმერეთის რეგიონულ ჰაბს. ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

 

ჰაბი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

ACT 1.  პროექტის პრეზენტაცია

აღწერა-პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარდგენა;  ერთი პრეზენტაცია, სულ დაესწრება 80 ადამიანი.

ACT 2. ტრენინგი იმერეთის მხარის CSOs /CBOs წარმომადგენლებისათვის

აღწერა-აქტივობის მიზანია CSO's და CBO's წარმომადგენელთა გადამზადება, შემდეგ თემებზე: ფონდების მოძიება; პროექტის წერა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი/მართვა; სულ ჩატარდება 24 ტრენინგი, სულ მონაწილეობას მიიღებს 240 ადამიანი

ACT 3. სასწავლო ვიზიტები /JOB Shadowing

აღწერა-იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების ვიზიტები დასავლეთ საქართველოს რეგიონების წარმატებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში.

ACT 4. კონსულტაციების გაცემა იმერეთის მხარის  CSOs/CBOs წარმომადგენლებისათვის

აღწერა- სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისა და კონსულტირება ორგანიზაციის მართვის გაუმჯობესებასა და გაძლიერების მიზნით;

ACT 5. სმს პლატფორმის შექმნა და ინფორმაციის მომზადება, დაგზავნა

აღწერა-პლატფორმის შექმნის მიზანია,  პროაქტიულად ინფორმაციის მიწოდება რეგიონის CSO's და CBO's წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.

ACT 6. ახალგაზრდული კლუბის ფორმირება 

აღწერა- აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ; სემინარების თითოეული კურსი გრძელდება სამი თვის განმავლობაში.

ACT 7. საჯარო კონსულტაციების გაცემა რეგიონის დონეზე

აღწერა- საჯარო კონსულტაციების მიზანია, რეგიონის დონეზე, შესაბამის აქტორების ჩართულობის განხილული იქნას მნიშვნელოვანი საკითხები. წლის განმავლობაში ჩატარდება 2 შეხვედრა, სულ 8 საჯარო კონსულტაცია. სულ 400 მონაწილე.

ACT 8. მუნიციპალიტეტების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრები

აღწერა- აქტივობის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკაში.

ACT 9. რეგიონულ „ჰაბ “-ში ცხელის ხაზის სერვისის ფუნქციონირების გაგრძელება

აღწერა-ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმერეთის მხარიდან საშუალებას ექნება დისტანციურად მიიღოს ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხზე/არამარტო;

ACT 10. იმერეთის მხარის მასშტაბით არსებული სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების სიის პერიოდული განახლება

აღწერა-იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების ერთიანი ბაზის განახლება

ACT 11. სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების შეფასება/ შესწავლა

აღწერა - აქტივობის მიზანია, პროექტის განხორციელების მეორე  და ბოლო წელს რეგიონის დონეზე შეფასდეს სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციების განვითარების ხარისხი და  საჭიროებები.

ACT 12. ახლადშექმნილი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა

აღწერა- რეგიონში შეირჩევა რამდენიმე ახლადშექმნილი ორგანიზაცია (სულ 4 ორგანიზაცია), რომელთანაც იმუშავებს ორგანიზაცია მისი სტრუქტურის დახვეწაზე, შიდა მართვის დოკუმენტების შემუშავებაზე.

ACT 13. რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ორგანიზება / დონორთა კონფერენცია

აღწერა- აქტივობის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ანაგრიშვალდებულების გაზრდა და საზოგადოებრივი განწყობების გაუმჯობესება. პოტენციურ დამფინანსებელსა და დაფინანსების მსურველი სუბიექტების დაკავშირება.

ACT 14. პროექტის შემაჯამებელი ღინისძიება

აღწერა- აქტივობის მიზანია, შეფასდეს ჰაბის მიერ 4 წლის განმავლობაში რეგიონის დონეზე განხორციებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი