ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA) განახორციელა გრანტი – „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“. გრანტის მიზანი გახლდათ რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
გრანტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებად იქნა წარმოდგენილი: 1. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; 2. მოქალაქეთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების, მუნიციპალიტეტების ფუნქციების და ვალდებულებების, მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითრების (LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ; 3. თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის იანვრიდან და დამთავრდა 2021 წლის ივნისში.
პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით.
კომენტარები