background

პროექტები






მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით

2017 წელს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელა პროექტი "მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით".

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოწყვლადი კატეგორიის ჩართვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, მათი შემოსავლის ზრდა, სოციალური მდგომარეობის გაძლიერება გრანტების გაცემის გზით ინვესტიციების მხარდაჭერით.

პოტენციურ ბენეფიციარების გამოვლენის მიზნით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ქუთაისში, სამტრედიაში,ბაღდათში, ვანში, თერჯოლაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში. საინფორმაციო შეხვედრების ფორმად გამოყენებული იყო როგორც კოლექტიური ჩასახლების ცენტრები ასევე ინდივიდუალურად კერძო სექტორში მცხოვრებ  ბენეფიციარებთან შეხვედრაც.

პროექტი დაფინანსებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

 



კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი