2018 წლის ოქტომბრიდან, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს "მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის".
პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
პროექტი დასრულდება 2019 წლის მარტში
კომენტარები