background

პროექტები






მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) იმერეთის 11 (თერთმეტ) მუნიციპალიტეტებში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) დაიწყო გრანტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ განხორციელება, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. გრანტი ისეთ ამოცანებს ისახავს, როგორიცაა: - ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მოქალაქეთა მიმართვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება; - ქალების, ახალგაზრდების გაძლიერება ადგილოობრივ დონეზე საჭიროებების და პრიორიტეტების გამოვლენის, მათი გადაჭრის და ადვოკატირების მიზნით; - დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში; - ადგილობრივ თვითმმართელობასა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების ინიცირება, მათ შორის პრობლემების დაგეგმვა და ადვოკატირება;

  • გრანტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებით განხორციელდება. - მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - პრობლემების ადვოკატირება (ფოკუს ჯგუფის ინტერვიუები; ინტერვიუს შედეგების ანალიზის საფუძველზე მომზადდება ანგარიში, სადაც დეტალურად გაიწერება ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მიერ დასახელებული პრობლემები (აქცენტი გაკეთდება COVID 19-ის შემდგომ გამოწვევებზე) თითოეული მუნიციპლაიტეტის მიხედვით და მომზადდება რეკომენდაციები ბიუჯეტის პროგრამების შემუშავების შესახებ;) - თვითმმართველობის მოხელეთა ანგარიშვალდებულებულების ხარისხის ზრდა და კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსახლეობასთან (მოქალაქეთა ჩართულობის Online პლატფორმის შექმნა; პეტიციის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება; მუნიციპალიტეტებში LIVE სტრიმების პრაქტიკის დანერგვა; მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები; სამოქალაქო მრჩეველთა, შშმ პირთა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან თემატური შეხვედრები; მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ რეგიონული კონფერენცია) - მუნიციპალიტეტებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების (CSO’s) სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება სამიზნე ჯგუფების იტერესების უკეთ გამოხატვისათვის (CSO’s წარმომადგენლების უნარჩვევების გაძლიერდება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და ჩართულობითი ბიუჯეტის საკითხებში; ანიმაციური ვიდეო რგოლის მომზადება).
  • გრანტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ’’გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“.

კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი