background

პროექტები






"მიიღე მონაწილეობა მართვაში"

 

2016 წელს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელა პროექტი "მიიღე მონაწილეობა მართვაში".
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის დანერგვა და პრობლემათა ადვოკატირების საინტერესო პრეცედენტების შექმნა- მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით.

პროექტის შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიღებული ახალი ჩართულობის მექანიზმების პრაქტიკაში განხორცილების ხელშეწყობა მოხდა, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომელიც აუცილებელია პროცესების კარგად წარსამართავად, განხორციელდა აქტივობები, რომლებიც მიმართული იყო მოქალაქეების ინფორმირებისაკენ არასამთავრობო სექტორის საქმინობასთან დაკავშირებით და რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის გაძლიერებას მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, განხორციელდა მოქალაქეთა გადამზადება რათა მათ შეძლონ საკუთარი პრობლემების ადვოკატირება და სწორედ მათი ჩართულობით მოხდება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დასახლებისთვის მნიშვნელოვანია.

პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“-ს ფარგლებში და განხორციელდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი