background

პროექტები






მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის

ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს ,,მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’, რომლის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის  ამოცანებია:

- გააუმჯობესოს ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეთოდოლოგიის განხორციელების გზით;

- შეიმუშაოს და საჭიროებისამებრ დანერგოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაგალითზე არსებული საუკეთესო პრაქტიკა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების ინსტუმენტების შესახებ;

- გააუმჯობესოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომუნიკაცია მოსახლეობასთან და დაამკვიდროს ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდების ინოვაციური ფორმა;

- უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი თვითმმართელობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდული საბჭოების ფორმირების გზით;

- გააძლიეროს და აამაღლოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების დონე სამიზნე ჯგუფების ინტერესების უკეთ გამოხატვისათვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ორ მიმართულებად არის წარმოდგენილი:

გამჭვრივალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - ინფორმირების სისტემის ამოქმედება; ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის LSG მეთოლოგიის გაცნობა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის  სამიზნე მუნიციპალიტეტებში; სამოქალაქო საინიციატივო  ჯგუფებების ფორმირება;  საინიციატივო ჯგუფის წევრების გადამზადება.

კარგი მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ; საინფორმაციო შეხვედრები ადგილობივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებთან; სამოქალაქო მრჩეველთა და გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მუშაობა; ახალგაზრდული საბჭოების წევრებთან მუშაობა; ახალგაზრდული საბჭოს წევრების ტრენინგი და მუნიციპალური ახალგაზრდული საპილოტე პროგრამების შემუშავება; პოდკასტების მომზადება;  რეგიონული კონფერენციის ორგანიზება.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი