background

პროექტები






ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირი - განათლება და სამყაროსთან ერთად ახორციელებს პროექტს - „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“, რომლის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.


პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება; ვორქშოპებისოციალური პროგრამების შემუშავებაზე; მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები; მოსახლეობის ფორუმი „მოქალაქეთა ხმა“; ტრენინგები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის; ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და მოხალისეობის შესახებ; მულტისექტორული თანამშრომლობის შეთავაზების პაკეტების მომზადება და ა.შ.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.



კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი