background

პროექტები






იმერეთის რეგიონული ჰაბი - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

2017 წლიდან ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გახდა HUB ორგანიზაცია იმერეთის მხარეში. რეგიონებში „ჰაბ“-ის შექმნა იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების უკეთ მობილიზებისა და გაძლიერებისათვის.

„ჰაბ„ -ის მიზანი გახლდათ რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირებისათვის საერთო სივრცის შექმნის ხელშეწყობა. „ჰაბ“-ის შექმნა ერთის მხრივ, იყო ერთგვარი ინოვაცია სამოქალაქო სექტორში და ბიძგი სიახლისკენ , ხოლო მეორეს მხრივ, გრძელვადიანი სისტემური პლატფორმისათვის საფუძვლის ჩაყრა.

რეგიონული „ჰაბ“-ის შექმნამ გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების წევრების გავლენის გაზრდა ადგილობრივ დონეზე, ახალი კონტაქტების დამყარება, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების ზრდა; შედეგების გაუმჯობესება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების გზით; სამოქალაქო საზოგადოების რესურსებისა და შესაძლებლობების ზრდა; სხვადასხვა აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა და ორგანიზება; „ჰაბ“-ის წევრი ორგანიზაციებისთვის პროექტების წერის, ფინანსური მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დარგში ექსპერტული დახმარება. „ჰაბ“-ის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ასევე სიახლეებზე მუშაობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს კიდევ უფრო წინ წამოწევს და გააძლიერებს.

რეგიონული „ჰაბი" 2018 წლიდან 2020 წლის განმავლობაში მუშაობდა ოთხი სტრატეგიული მიმართულებით:

სპ1 - სამოქალაქო საზოგადების ფინანსური სტაბილურობის გაზრდა

სპ2 - სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშვალდებულების გაზრდა და საზოგადოებრივი განწყობების გაუმჯობესება

სპ3 - სამოქალაქო საზოგადოების აქტორების უნარ-ჩვევების გაძლიერება

სპ4 - სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაზრდა საჯარო პოლიტიკაში

ჰაბის ძირითადი ვალდებულებები იყო შემდეგი:

 იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა და მათი ინფორმირება;

 იმერეთის მხარის ჰაბში ცხელი ხაზის სერვისი შექმნა, რომელიც სხვადასხვა აქტორებს საშუალებას მისცემს მიიღონ კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება/არამარტო;

 იმერეთის მხარის ჰაბის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც რეგიონის, ასევე ეროვნულ დონეზე დაგეგმილ ღონისძიებებში;

 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმების ორგანიზება;

 შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან იმერეთის მხარეში;

 საინფორმაციო ბუკლეტის ბეჭდვა, სადაც აისახება იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია;

 სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ.

პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო

საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი