ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „იცოდე მეტი არჩევნების შესახებ“.
პროექტის მიზანი იყო, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევებისათვის, ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე საარჩევნო კანონდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას მისცაშესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გაკეთებინა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე და მოეხდინა დარღვევების თავიდან აცილება და პრევენცია. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინტენსიური გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში.
კომენტარები