background

პროექტები






,,ი მ ე რ ი -იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა“

2015-2016 წლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი ,, იმერი იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა“.

პროექტის მიზანი გახლდათ :
იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით;

პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 10 დასახლებაში: (გოგნი-თერჯოლა,ეწერი-სამტრედია,სახულარი-ხარაგაული,როხი-ბაღდათი,ძირულა-ზესტაფონი,ჯვარისა-ტყიბული,მაღლაკი, ცხუნკური-წყალტუბო,პერევი-საჩხერე,ქუტირი-ხონი)ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდა 2 დღიანი ტრენინგი ადვოკატირებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ტრენინგის შემდეგ მოსახლეობამ განსაზღვრა მათთვის არსებული ადგილობრივი პრობლემები და მოამზადა სამოქმედო გეგმები აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის ყველა აქტივობა მიზნად ისახავდა თვითმმართველობის ორგანოთა დაახლოებას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 14 თვის განმავლობაში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა მათ მიერ არჩეული თანამდებობის პირების საქმიანობისათვის და მოესმინა მათი ანგარიშები პირდაპირ ეთერში, სიუჟეტებში კი ასახული იყო მოსახლეობის მიერ შერჩეული, აქტუალური პრობლემების გადაჭრისა თუ გადაუჭრელობის პროცესი, თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების მითითებით, რაც თავის მხრივ საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებდა.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი