background

პროექტები






,,დაცული არჩევანი - ეფექტური თვითმმართველობის გარანტი

 

2014-2015 წლებში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელა პროექტი ,,დაცული არჩევანი - ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“. პროექტის პარტნიორი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტი დაფინანსდა ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”-ს მიერ.

პროექტის მიზანი გახლდათ:
საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხისა და ეფექტური გარანტიების შექმნის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ამ გზით, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ხელს შეუწყვეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხალხის ნების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. პროექტის შედეგად, დიალოგის ფორმატში ჩაერთო პროცესში მონაწილე ყველა მხარე, როგორც ადგილობრივი საჯარო მოხელეები ასევე მოქალაქეებიც, შესაბამისად მომზადდა კვლევა და საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად იყო საზოგადოების ნების ამსახველი და მიმართული ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესებისაკენ.

პროექტი დასრულდა 2015 წლის სექტემბრის თვეში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი