background

პროექტები






,,ახალი თაობის ხედვა“

2015 წლის ივლისის თვიდან, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, განაახორციელა პროექტი ,,ახალი თაობის ხედვა“. პროექტი ევრო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები ქუთაისის აკაკი წერეთლის, ზუგდიდის შოთა მესხიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე, საინიციატივო ჯგუფებმა თვითონ ჩაატარეს საჯარო დისკუსიებს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მიზანი

  • პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გოგონების გააქტიურებას ადგილობრივ დონეზე.
  • მათ ჩართვას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში.
  • საარჩევნო თემატიკის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა 6 თვეს და დასრულდა 2015 წლის დეკემბერში.

 

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი