ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველო ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“, რომლის მიზანს წარმოადგენს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხის ზრდა და დიალოგის მხარდაჭერა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შემდეგ მიმართულებად შეიძლება იქნას წარმოდგენილი:
ამოცანა I. ახალგზრდების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული უნარების განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პრობლემების გამოსავლენად.
აღნიშნული ამოცანის ფარგლებში უზურნველყოფილი იქნება საინფორმაციო შეხვედრების ჩატარე ბა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ფორმირება; ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრების გადამზადება; საინიციატივო ჯგუფების მიერ ახალგაზრდების პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა/სამოქმედო გეგმების შემუშავება; და სამიზნე უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ აქტორებთან საჯარო შეხვედრები.
ამოცანა II ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების გზით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
პროექტის მეორე ამოცანის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება; სემინარების ციკლი ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის საინიციატივო ჯგუფებისა და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდუ;ლი საბჭოს საკორდინაციო შეხვედრები; ახალგაზრდული საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან, გენდეწრული თანასწორობის საბჭოსთან და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან შეხვედრები; საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომებზე ახალგაზრდების დასწრება. დასკვნით ეტაპზე გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით ,,ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომელსაც დაესწრებიან პროექტის მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები