2019 წლის თებერვალიდან, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის 12 წევრთან ერთად იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“.
პროექტის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა;კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების ჩართული მხარეებისთვის გაზიარება; გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვისათვის ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადება.
პროექტი დაფინანსებულია მცირე პრექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული თემის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.
პროექტი დასრულდება 2019 წლის აპრილის თვეში.
კომენტარები