ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წელს, მის სტრატეგიულ პარტნიორებთან ALDA, ქუთაისის მერია და სტრასბურგის მერიასთან ერთად განახორციელა პროექტის „ახალგაზრდები ევროპისათვის“.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრებმა 20-მა ახალგაზრდამ გაიარა სამ თვიანი ტრენინგები ევროკავშირის, ევროპის ღირებულებების და საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ, ხოლო შემდგომ ესტუმრნენ ქ.სტრასბურს 4 დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში.
ახალგაზრდებმა სასწავლო ვიზიტის დროს მოინახულეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი,ევროპის ახალგაზრდული ცენტრი. შეხვდნენ სტრასბურგის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს, ALDA-ს სტრასბურგის ოფისის წარმომადგენელსა და სტრასბურგის მერის მოადგილე, ნაველ ელმრინს.
კომენტარები