27 აპრილს სამეწარმეო პროექტის მონაწილეებთან ერთად ვესტუმრებით ბაიას მარანს, ბაღდათში.
მარანმა საქმიანობა 2015 წელს დაიწყო მცირე 5000 ლარიანი გრანტით, რომლითაც შეისყიდა ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი,დღეს კი წარმატებულად ანხორციელებს საკუთარი ღვინის ექსპორტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხრეთ კორეამდე.
ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეების ყოველდღიურ საქმიანობასა და გამოწვევებს. ბაიას მარნის გამოცდილება არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე ფინანსური რესურსებითა და დიდი მოტივაციით გარდაქმნა მცირე ოჯახური საქმიანობა საერთაშორისო დონეზე წარმატებულ ბინზესად.
ჩვენ დიდი მონდომებით ვაგრძელებთ ჩვენი ახალგაზრდებისა და წარმატებული მეწარმეების დაკავშირებას ჩვენი პროექტის “მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “მშვიდობის კორპუსის” მიერ.
კომენტარები