#ნახეიგრძენიგაუზიარე
#ტურიზმისრეგიონულიფორუმი20
#რაჭალეჩხუმიქვემოსვანეთი
2020 წლის, 21 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში, ტურისტული ცენტრის მიმდებარე სკვერში(მისამართი ვაჟა-ფშაველას ქ. #17), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გამართავს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონულ ფორუმს, რომლის მიზანია რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაცია.
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა პანელურ გამოსვლებს, სადაც საუბარი იქნება საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების, COVID 19-ის შემდეგ ძირითადი გამოწვევებისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე მოეწყობა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმობა ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/
გარდა ამისა, მოეწყობა ART სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი იმართება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით პროექტ „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით.
კომენტარები