თუ ხართ მეწარმე; საქმიანობთ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში; ფლობთ დიდ, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ქსელს; ემსახურებით ტურისტებს; დაინტერესებული ხართ ტურიზმის საკითხებით და თქვენი შემოსავალის წყარო ტურისტული საქმიანობაა ეს შანსი შენთვისაა.
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გთავაზობთ ორდღიან ონლაინ ტრენინგებს თემაზე: „ტურიზმის მენეჯმენტი“.
22 - 23 ივნისი,
11:00 – 14:00, 15:00 – 18:00,
zoom.us - შეხვედრის ლინკი - https://us02web.zoom.us/j/
შეხვედრის ID - 558 314 7234
ტრენინგს წარუძღვება : მოწვეული ექსპერტი - მარიკა მჭედლიძე.
ტრენინგები განხორციელდება გრანტის“ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
ტრენინგის საშუალებით, გადამზადდებიან რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები მეწარმეები, რაც ხელს შეუწყობს დიდი, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ქსელს, თანამედროვე მოთხოვნებისა და ტურისტების მომსახურების სტანდარტების დაკმაყოფილებას.
გარდა ამისა, გადამზადდებიან ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ეფექტური მარკეტინგის საკითხებზე.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები