background

სხვა

blog image
13 ივლისი

ტრენინგი მეურენობის მართვის შესახებ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს გრანტს "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.


გრანტის ფარგლებში, 13 ივლისს, ჩატარდება ტრენინგი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისთვის,მათ შორის ახალგაზრდა ფერმერებისთვის, მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის საკითხების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის 4-ვე მუნიციპალიტეტში.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი