პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, 2019 წლის 20 აპრილს, თემაზე - ფონდების მოძიება და ორგანიზაციული განვითარება, მართავს ტრენინგს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის მონაწილეები შერჩეულნი არიან სააპლიკაციო ფორმის შევსების საფუძველზე.
ბმული: https://bit.ly/2HpPmA4
სატრენინგო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
კომენტარები