2019 წლის აპრილის თვეში, პროექტის „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში" ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ატარებს ტრენინგებს ახალგაზრდებისთვის. ტრენინგების თემა: აქტიური მოქალაქეობა და პრობლემათა ადვოკატირება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრენინგების ჩატარების ადგილი და თარიღი:
06/04 - ძელქვიანი - ადმინისტრაციული ერთეული შენობა
06/04 - კახიანოური - ადმინისტრაციული ერთეული შენობა
08/04 - ნიკეა - N6-ე საჯარო სკოლა
10/04 - ვაკისუბანი - N36-ე საჯარო სკოლა
13/04 - სულხან-საბა - ადმინისტრაციული ერთეული შენობა
15/04 - უქიმერიონი - N2-ე საჯარო სკოლა
15/04 - მუხნარი - ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
17/04 - გამარჯვება - N18 საქალაქო ბიბლიოთეკა
17/04 - ქალაქ-მუზეუმი - LDA Georgiaოფისი
17/04 - საფიჩხია - ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
18/04 - გუმათი - ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, 2019 წლის თებერვლის თვიდან, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბთან ერთად დაიწყო პროექტ „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“ განხორციელება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტორებისთვის გაზიარება, აგრეთვე ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის როლის გაზრდა.
პროექტი დაფინანსებულია მცირე პროექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულითემისგანვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.
კომენტარები