22, 26, 27 მარტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გამართავს სამდღიან ტრენინგს, პროექტის, „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ფარგლებში შემქნილ პირველ საინიციატივო ჯგუფთან.
ტრენინგებზე განხილულ იქნება ისეთი საკითხები როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, ადვოკატირება და ლობირება.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარები