background

სხვა

ტენდერი ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებისათვის

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს ტენდერს ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებისათვის: სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის  შემუშავებაზე, ფოკუს ჯგუფებისა და ვორქშოფის ორგანიზებაზე.

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/Local Democracy Agency Georgia დაფუძვნებულ იქნა 2006 წელს, რომლის მიზანი არის საქართველოში შეიქმნას ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება, შესაძლებლობები და რესურსი უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტური მართვა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. 

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის  „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ ფარგლებში  იწვევს გამოცდილ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ კვლევითი საქმიანობის გამოცდილება.


„მიმწოდებელის“ მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე:  ქალაქი ქუთაისი წერეთლის გამზ. #111 , 2019 წლის 15 ივლისი 18:00 საათამდე ან შესაძლებელია გამოგზავნილ იქნეს იმავე ვადაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

 

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“.

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი