background

სხვა

ტენდერი ქეითერინგული მომსახურეობის შესყიდვაზე

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს: "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" პროექტის პარტნიორია ა(ა)იპ "რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია". პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციებს ქეითერინგული მომსახურების შესყიდვის მიზნით.

"მიმწოდებელის" მიერ შევსებული ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" ოფისში, მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, წერეთლის გამზ. #111 , 2020 წლის 25 თებერვლის 18:00 საათამდე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი