background

სხვა

ტენდერი მძღოლის მომსახურების შესყიდვაზე

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს ტენდერს მძღოლის  მომსახურების შესყიდვის მიზნით.

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/Local Democracy Agency Georgia დაფუძვნებულ იქნა 2006 წელს, რომლის მიზანი არის საქართველოში შეიქმნას ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება, შესაძლებლობები და რესურსი უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტური მართვა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. 

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის  „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ ფარგლებში  იწვევს გამოცდილ მძღოლს, საკუთარი ავტომობილით. 

 

„მიმწოდებელი“ ვალდებულია პროექტის  „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“  ფარგლებში გაუწიოს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს საპროექტო ჯგუფს სატრანსპორტო მომსახურება  2019 წლის 3 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

„მიმწოდებელის“ მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე:  ქალაქი ქუთაისი წერეთლის გამზ. N111 , 2019 წლის 2 ივლისი 18:00 საათამდე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი