background

სხვა

ტენდერი „ერთი ერთ წუთიანი 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის მომზადების“ შესახებ

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს ტენდერს

„ერთი ერთ წუთიანი 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის მომზადების“

შესყიდვის მიზნით.

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/Local Democracy Agency Georgia დაფუძნებულ იქნა 2006 წელს, რომლის მიზანი არის საქართველოში შეიქმნას ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება, შესაძლებლობები და რესურსი უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტური მართვა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:

http://www.ldageorgia.ge/ge/ და https://www.facebook.com/LDAGeorgia/

 

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის 11 (თერთმეტ) მუნიციპალიტეტებში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს გრანტს ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. გრანტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ’’ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“.

 

პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იწვევს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ტექნიკური დავალება.

ანიმაციური ვიდეო რგოლის მიზანი

ანიმაციური ვიდეო რგოლის შექმნის მიზანია, ერთის მხრივ, მოქალაქეთა და ადგილობრივ აქტორთა ცნობიერების ამაღლება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ და მეორეს მხრივ მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულების გაზრდა ადგილობრივ დონეზე.

სამიზნე ჯგუფები

იმერეთის მხარის 11 მუნიციპალიტეტის  პირდაპირი ბენეფიციარები (სამოქალაქო მრჩეველთა, შშმ პირთა და გენდერული თანასწორობის  საბჭოს წევრები, აქტიური მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება), რომლებიც ჩართულნი არიან პროექტის განხორციელების პროცესში.

არაპირდაპირი ბენეფიციარები:იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

შინაარსი

შეიქმნება მოკლემეტრაჟიანი 1 წუთიანი 2D ფერადი ვიდეო ანიმაცია, სადაც საუბარი იქნება  აქტიური მოქალაქის როლზე და მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ნაჩვენები იქნება კანონის მხრიდან განსაზღვრული ჩართულობის  რა მექანიზმები არსებობს, რომლებიც იქნება აგრეთვე ანიმაციაში განმარტებული.  

ანიმაციაში აგრეთვე  წარმოდგენილი იქნება  ერთი სიმულაცია კონკრეტულ მოქალაქეს ჩართულობით როგორ შეუძლია აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით  საკითხის ადვოკატირება და შემდგომ მოგვარება.

აქცენტი გაკეთდება ჩართულობის შემდეგ მექანიზმებზე:

  1. პეტიცია-  მონაცილეობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს (ან 0,5% - იმის მიხედვით თუ როგორ არის განსაზღვრული პეტიციის ზღვარი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში) ან საერთო კრებას შეუძლია შეიტანოს ერთობლივი განცხადება საკრებულოში
  2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო- მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

3)მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიის სხდომებში  მონაწილეობა-  სხლომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეხვედრებისა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის საჯარო სხდომებს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები თავჯდომარეს, მომხსენებლებს და თანამომხსენებლებს.

4)მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამოქალაქეთა ფორუმი- მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ, ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

5)დასახლების საერთო კრება- სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

 

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მომწოდებლის მიერ:

  • 2D ანიმაციური  ფერადი ვიდეო რგოლი გახმოვანებული ქართულ ენაზე;
  • 2D ანიმაციური ვიდეო რგოლი უნდა იყოს ფერადი და უნდა მოიცავდეს რამდენიმე პერსონაჟს;
  • 2D ანიმაციურ  ფერად ვიდეო რგოლს აუცილებელია ჰქონდეს ინგლისურ ენოვანი სუბტიტრები;
  • 2D ანიმაციურ  ფერად ვიდეო რგოლს აუცილებელია ფონად ჰქონდეს  მელოდია;
  • 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის ბოლოს უნდა განთავსდეს  პროექტის განმახორცილებელი და  დონორი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია;
  • 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯი (ტრანსპორტირება, ღამის თევა და ასე შემდეგ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში)),  არის მომწოდებლის ვალდებულება.
  • 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის მომზადებისას ვიდეოს შინაარსი და დიზაინი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.გადაღებული კადრებიდან მომზადდეს მინიმუმ სამი სამუშაო (DRAFT) ვერსია, რომლიდანაც საბოლოოდ შეირჩევა მხოლოდ ერთი;

 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად „მიმწოდებელმა“  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ფიზიკური პირის შემთხვევაში CV;
  2. იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
  3. რეკვიზიტები: (პირადობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი)
  4. მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის კონცეფცია.
  5. მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, ზემოთ აღნიშნულ თემატიკაზე ან მსგავსი შინაარსის მიხედვით გადაღებული/მომზადებული მინიმუმ 3 (სამი) 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლი.
  6. ფასების ცხრილი

 

 

 

ფასების ცხრილი

#

 

მომსახურების დასახელება

 

რაოდენობა

ღირებულება ლარებში დღგს*-გარეშე

1.

1 წუთიანი 2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის მომზადება

 

 

1 (ერთი)ფერადი ვიდეო რგოლი

 

 

სულ ღირებულება ლარებში დღგ-ს გარეშე

 

*მომსახურეობის შესყიდვა ხორიელდება გრანტის ფარგლებში, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმწოდებლის ხელმოწერა:___________________//

 

თარიღი: _______________________ / /

„მიმწოდებელის“ მიერ დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს 2021 წლის 24 სექტემბერი 18:00 საათამდე,  ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com გთხოვთ Subject-ის ველში მიუთითოთ:2D ანიმაციური ფერადი ვიდეო რგოლის მომზადება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

 

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი