background

სხვა

ტენდერი - ანიმაციური ფილმის მომზადება

ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთის რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“.

აღნიშნული პროექტი, ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მხარდაჭერით.

 

 

 

პროექტის „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთის რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს, შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ტენდერში, "2D განზომილების 50 წამიანი ანიმაციური ფილმი ქართული გახმოვანებით", მონაწილეობის მისაღებად.

 

„მიმწოდებელის“ მიერ დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს, 2020 წლის 6 აპრილის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ: „2D განზომილების 50 წამიანი ანიმაციური ფილმი ქართული გახმოვანებით“.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

 

  ფაილის გადმოწერა: -.zip


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი