ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, 2021 წლის 13 ოქტომბერს გეგმავს შეხვედრის გამართვას ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან.
აქტივობის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის ზრდის ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკაში.
მსგავსი შეხვედრები გაიმართება იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში.
შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები