background

სხვა

blog image
25 სექტემბერი

შეხვედრა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შესახებ

2018 წლის 25 სექტემბერს, 15:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შესახებ თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზაცია (სიდა), რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ქსელის (R-CSN) წევრ ორგანიზაციასთან, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართელოსთან (LDA) თანამშრომლობით,ქუთაისის მუნიციპალიტეტში შეხვედრას გამართავს.

ინფორმაციისთვის:
2018 წლის შემოდგომაზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას (MICS) ჩაატარებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.
კვლევა 20 სექტემბერს დაიწყო და 20 დეკემბრამდე გასტანს. იგი მიზნად სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემების შეგროვებას ისახავს, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.


კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულია 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაც და წყლის სინჯების აღება. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი სავარაუდოდ 2019 წლის გაზაფხულზე გახდება.

მისამართი: ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობაში (საკრებულოს სხდომათა დარბაზი), რუსთაველის ქუჩა #3.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი