ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართავს შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრის თემა გახლავთ კერძო და საჯარო თანამშრომლობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები