ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.
შეხვედრის თემა გახლავთ ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის განხილვა.
საბჭოს გაძლიერება მიმდინარეობს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები