ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში გამართავს სამუშაო შეხვედრას. შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეორე და მესამე ბლოკის მეთოდოლოგიის გაცნობა.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.
კომენტარები