ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გიწვევთ ინგლისურენოვან სემინარზე ,,მონაწილეობითი დემოკრატია'', რომელსაც გაუძღვება ანტონელა ვალმორბიდა, ექსპერტი მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებში, ,,ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის’’ (ALDA) გენერალური მდივანი ( https://www.alda-europe.eu/staffmembe…/antonella-valmorbida/ ). სემინარზე გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ მონაწილეობის ფორმებს/ინსტრუმენტებს, მონაწილეობითი დემოკრატიის ძირითად პრინციპებსა და ევროპულ გამოცდილებას. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სემინარი გაიმართება 9 სექტემბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, ყოფილი მწვანე დარბაზი).
კომენტარები