იმერეთის მხარეში არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების "ათინათი" და ასოციაცია "მერკური" საქმიანობის პრინციპებს, სტრუქტურას და გაიზიარებენ წლების მანძილზე მათ დაგროვილ გამოცდილებას ამ სფეროში.
სასწავლო ვიზიტები ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები