background

სხვა

blog image
2 ივნისი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი 2022

2022 წლის 2 ივნისს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ჩატარდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი. ფორუმი გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ქუთაისში. ფორუმის მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ფორუმს დაესწრებიან იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგააზრდები (სტუდენტები), დონორი ორგანიზაციების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ფორუმი შედგება სამი პანელისაგან. პირველი პანელზე განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებს და ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციას. მეორე პანელი დაეთმობა კომუნიკაციას პოტენციურ დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. ერთი მხრივ, დონორი ორგანიზაციები ისაუბრებენ მათი საგრანტო პროექტების შესახებ და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ექნებათ შეკითხვების დასმისა და მათი ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა. მესამე პანელზე განიხილავენ მოხალისეობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოში.

ასევე ფორუმის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც ისინი წარადგენენ თავიანთ მიმდინარე აქტივობებს.

ფორუმი გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი