background

სხვა

blog image
12 აპრილი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, 2019 წლის12 აპრილს, მართავს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი მიზანია დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.

 

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი მოიცავს შემდეგ სესიებს:
I: პანელური დისკუსია თემაზე-სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებული
საჭიროებები და გამოწვევები;
II: „Regional Cafe“მეთოდის გამოყენებით, ფორუმის მონაწილე დონორებსა და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საერთო ინტერესის სფეროების გამოვლენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა;
III: იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs;CBOs)
საქმიანობის გამოფენა/წარდგენა, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის
მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დროის ბანკის პოპულარზაცია.


ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,
ჯამში 150-200 ადამიანი. ფორუმის სამუშაო ენა არის ქართული.

 
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო
საქართველოს მიერ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც
ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI),
ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების
ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი