background

სხვა

blog image
24 მარტი

საკონსულტაციო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.

შეხვედრის მიზანი გახლავთ ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ; ასევე, იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა.

შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი