ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.
შეხვედრის მიზანი გახლავთ ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ; ასევე, იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები